ზაქარია, გარეჯის დოდოს მონასტრის წინამძღვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია, გარეჯის დოდოს მონასტრის წინამძღვარი 1704–08 და 1711–12. XVII ს. დასასრ. აღადგინა უცხოელ დამპყრობთა მიერ მოოხრებული და გაუქმებული დოდოს მონასტერი. ზრუნავდა მისი ეკონ. განმტკიცებისათვის: მატერ. დახმარება და ადგილ-მამულები მიიღო ნინოწმინდელი ეპისკოპოსის იოსებისაგან (ვაჩნაძე), კახეთის სამეფო კარისაგან და სხვ. საკუთარი სახსრებით მონასტერს შეუძინა ვენახი საგარეჯოში. ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966. ბ. ლომინაძე.