ზაქარია რიტორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია რიტორი (დაახლ. 482 – დაახლ. 560), ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე. მისი “ისტორია” შეიცავს საყურადღებო ცნობებს ბიზანტ. ისტ. შესახებ 436-იდან 491-მდე. იყო მონოფიზიტური მიმდინარეობის წარმომადგენელი. მის ნაშრომში შემონახულია უაღრესად საყურადღებო ცნობები მაიუმასის ეპისკოპოსის პეტრე იბერის შესახებ, რ-საც “მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს” უწოდებდა. პუბლ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936. იტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; Нуцубидзе Ш. И., Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита, Тб., 1942; Пигулевская Н. В., Сирийские источники по истории народов СССР, М.–Л., 1941.