ზაცეპა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაცეპა ლევ გრიგოლის ძე [20. II. 1916, თბილისი, – 22. XI. 1996, ლუცკი (უკრაინა)], საბჭოთა კავშირის გმირი (23. II. 1945), სამხ. მფრინავი, პოლკოვნიკი. ეროვნებით რუსი, იზრდებოდა თბილისში, აქვე მიიღო საშ. განათლება. 1936-იდან წითელ არმიაში მსახურობდა. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს საჰაერო ბრძოლებში მოპოვებული წარმატებებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა სამხ.-საჰაერო ძალებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.