ზახა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზახა, ზაყა, ისტორიული დვალეთის ერთ-ერთი თემი. მდებარეობდა ცენტრ. კავკასიონზე, მდ. არდონის სათავეებთან, ზახის ხევში. XVII–XVIII სს-ში არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო. 1859-მდე შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ დანარჩენ დვალეთთან ერთად გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხ. ფრთას – ოსეთის სამხ. ოკრუგს. დღეს ჩრდ. ოსეთის რესპ. შემადგენლობაშია. ზ-იდან გზები გადადის თრუსოში, ზეკარისა და სბის გავლით დიდ ლიახვზე ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) რუკაზე ზ-ში ოთხი დაბაა აღნიშნული. იქვეა აღნიშნული მცირე ეკლესიაც. ზ-ის სოფ. ქესათი-ყაუში ამ ეკლესიის მხოლოდ ცოკოლია შემორჩენილი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ჯ. გვასალია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზახა&oldid=10098-დან“