ზახაროვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ზახაროვი.png

ზახაროვი გარეგინ ვაჩაგანის ძე (დ. 1. XI. 1954, თბილისი), მეტალურგი. 1978 დაამთავრა საქართვ. სპი-ის მეტალ. ფაკ-ტი, შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოების სპეციალობით. 1978–84 მუშაობდა რუსთავის ქ-ნა “ცენტროლიტში” ინჟინრად. 1984-იდან ფ. თავაძის სახ. მეტალ. და მასალათმცოდნეობის ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელია. ნაშრომისათვის “თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მაღალეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება ახალი კლასის მასალების მისაღებად” ჯგუფთან ერთად (ზ. ასლამაზიშვილი, გ. ვარშალომიძე, გ. ონიაშვილი) მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია (2010).