ზაჰესი, დაბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაჰესი, დაბა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრ. მთისწინეთში, მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 480 . შეიქმნა XX ს. 20–30-იან წლებში ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც მუშა-მოსამსახურეთა დასახლება. ჩრდ.-აღმ-ით, გორაკზე, დგას XVII–XVIII სს. პეტრე მოციქულის ერთნავიანი ეკლესია. ზ-ის მშენებლობის დროს აღმოჩნდა I ს. აგურით ნაგები სამარხი. აქ მოპოვებული კეისარ ავგუსტუსის (ძვ. წ. 40–14 წწ.) ორი ცალი ვერცხლის ფული და გოტარზის (40–51 წწ.) ვერცხლის 2 დრაქმა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.