ზეამეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეამეთი (არაბ.), სახელმწიფო მიწის კატეგორია შუა საუკუნეების ოსმალეთში. მისი წლიური შემოსავალი, გადასახადების სახით, შეადგენდა 20–100 ათას ახჩამდე (ვერცხლის ფული, თეთრი). ზ-ის მფლობელს (ძირითადად საშ. ფეოდალი) ზაიმი ეწოდებოდა. იგი ვალდებული იყო ომის დროს ლაშქრობაში გამოსულიყო და შემოსავლის ყოველ 5 ათას ახჩაზე ერთი შეიარაღებული მხედარი – ჯებელი გამოეყვანა. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ზ. ჩამოერთმეოდა. ზაიმი ვალდებული იყო იქ ეცხოვრა, სადაც მისი ზ. იყო. ზ. მემკვიდრეობით მამიდან შვილზე გადადიოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა მისი გაყიდვა, გასხვისება და ვაკუფად (საეკლ. მიწა) შეწირვა. ზ-ის ბოძების წესი გაუქმდა XIX ს. 30-იან წლებში სამხ.-ლენური სისტემის ლიკვიდაციასთან ერთად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ზ. გავრცელებული იყო ოსმალეთის მიერ მიტაცებულ ქართ. მიწებზეც. მ. სვანიძე.