ზეგანი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეგანი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), სვანეთის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. ენგურის მარცხ. ნაპირზე, ლასილის შესართავთან. ზ. დ. 1650 , მესტიიდან 19 კმ. 117 მცხ. (2002). სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია (“ლამარია”). აშენების თარიღი უცნობია. ერთნავიანი შენობა ნაგებია ქვითა და შირიმის თლილი კვადრებით. აქვს 2 სარკმელი და ერთი შესასვლელი. ინტერიერში არის კანკელი. იატაკი ფიცრისაა, გადახურულია ყავრით.