ზეგელაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეგელაშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (31. III. 1858 – XX ს. 20-იანი წლები), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (XX ს. 10-იანი წლები). სამხ. სამსახურში იყო 1876-იდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. დაამთავრა გენშტაბის აკადემია I თანრიგით. 1895-იდან იყო კავკ. ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი. 1897 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1913-იდან მეთაურობდა 21-ე საარმიო კორპუსის 33-ე ქვეით დივიზიას კიევში. 1917-იდან იყო ჩრდ.-დას. ფრონტის მე-3 საარმიო კორპუსის სარდალი. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე თეთრი არწივის ორდენით. ლიტ.: Брусилов А., Мои воспоминания, М., 1983. ლ. დოლიძე.