ზედაზენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედაზენი, მთა საგურამოს ქედზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 1178 . აგებულია მეოტურ-პონტოური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია მთის ყომრალ ნიადაგზე გავრცელებული ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). მ. უთმელიძე.