ზედანია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედანია გიგა ომარის ძე (1.IV.1977, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (2005), ილიას სახელმწ. უნ-ტის რექტორი (2014-იდან). სწავლობდა თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1994–2000) ბარდის კოლეჯში (აშშ, 1996–97), ცენტრ. ევრ. უნ-ტში (უნგრეთი, 1999–2000); ბოხუმის რურის უნ-ტში (გერმანია, 2005) დაიცვა სადოქტორო საკვალიფიკაციო ნაშრომი. სხვადასხვა დროს საქმიანობდა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოში” (2005–08), ილიას სახელმწ. უნ-ტში. 2002-იდან იყო ილიას სახელმწიფო უნ-ტის ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი. არის ავტორი მონოგრაფიისა და თარგმანებისა. თხზ.: Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo­Arēopagita, Lpz., 2008.