ზედაშიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი ზედაშიძე.png

ზედაშიძე იასონ (იაშა) ჯაგულის ძე (7. IX. 1930, ქუთაისი, – 21. I. 2010, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1967), მსოფლიო ახალგაზრდობის V (ვარშავა, 1958, I პრემია) და VII (მოსკოვი, 1967, ვერცხლის მედალი) ფესტივალების ლაურეატი. ცეკვა დაიწყო 13 წლისამ ქუთაისში (დ. უშვერიძის ანსამბლი). 1956 დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტი. 1965–90 მუშაობდა საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იურისტად. 1948–53 ცეკვავდა საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში [ხელმძღვანელები (სხვადასხვა დროს): ი. (ჯ.) ბაგრატიონი, ა. თათარაძე]. 1953–58 იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი – მოცეკვავე. ერთხანს (1957) ცეკვავდა მოსკოვში, ი. მოისეევის ანსამბლში, 1958–63 – საქართვ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი). ზ-ს ცეკვის მანერა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ოსტატობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. მის მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: “ყაზბეგური”, “ფარიკაობა”, “აჭარული” და სხვ. გამოდიოდა გ. ბერაძესთან ერთად. გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).