ზედა ალისუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ალისუბანი, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის მაღლობის ჩრდ.-დას. მთისწინეთში, მდ. ჩხარის (ყვირილის აუზი) სათავეში. ალისუბნის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ა., ზარნაძეები, თხილთაწყარო, მაჩიტაური, ქვედა ალისუბანი). ზ. დ. 300 , თერჯოლიდან 8 კმ. 551 მცხ. (2002). იხ. აგრეთვე სტ. ალისუბანი.