ზედა გორდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა გორდი, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტის გორდის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში, მდ. ცხენისწყლის ხეობაში. ზ. დ. 650 , ხონიდან 22 კმ. 464 მცხ. (2002). შემონახულია დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. გაშენებულია ძირითადად XIX ს-ში. ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შედის პარკი, სასახლე (ნანგრევებია), წყარო. ზ. გ-ის მიდამოებშია შუა საუკუნეების რამდენიმე ციხე. იხ. აგრეთვე სტ. გორდი.