ზედა ვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ვანი მთავარანგელოზის ეკლესია.png

ზედა ვანი, სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ვ., ტყელვანი). ზ. დ. 100 , ვანიდან 2 კმ. 658 მცხ. (2002). სოფელში დგას XII–XIII სს. მთავარანგელოზის ეკლესია. ნაგებია კარგად გათლილი ქვით. ჩრდ-ით და სამხრ-ით მიშენებული აქვს ეგვტერები, ხოლო დას-ით – ნართექსი. სარკმლები ჩასმულია პროფილირებულ საპირეებში. ჩრდ. ეგვტერისა და ნართექსის კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII–XIII სს. მიეკუთვნება, მეორე – XVII ს-ზე უგვიანესი არ უნდა იყოს. ეკლესიასთან ახლოს დგას XIX ს. სამსართულიანი სამრეკლო, რ-ის პირველი სართული გადახურულია შეკრული კამარით, მეორე სართული გახსნილია, მესამე თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს. შ. საღარაძე.