ზედა ულიანოვკის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ულიანოვკის განძი, ძვ. წ. XIV–XI სს. კოლხური ცულების განძი აღმოჩენილია ყოფილ სოფ. ზედა ულიანოვკაში (ახლანდ. სოფ. საჩინო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი). განძი შედგება დ. ქორიძისეული I ტიპის დაზიანებული 2 კოლხური ცულისაგან. ცულები დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში. ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974. ა. რამიშვილი.