ზედა ღვარდია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ღვარდია, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 650 , ამბროლაურიდან 27 კმ. 91 მცხ. (2002). ზ. ღ. ძველად სოფ. ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI ს. II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით. თ. ბერაძე.