ზედა შავრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა შავრა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნამანევის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. შარეულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 , ამბროლაურიდან 30 კმ. 136 მცხ. (2002). სოფლის განაპირას იდგა XI ს. დასაწყისის კვერთის წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია – ამჟამად დანგრეულია. მეორე – ღვთისმშობლის, აგრეთვე ერთნავიანი ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. თავდაპირველად მცირე ზომის ნაგებობა XIX ს-ში გაუფართოებიათ. სოფლის მიდამოებშია ე. წ. ლეკნარის წმ. გიორგის სამონასტრო ანსამბლი.