ზედა ჭყვიში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ჭყვიში, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), გორმაღლის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. რიონის ხეობაში. ჭყვიშის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ჭ., ქვედა ჭყვიში, ქვიშარი). ზ. დ. 800 , ამბროლაურიდან 26 კმ. 197 მცხ. (2002). სოფლის თავში გვიანდ. შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ზ. ჭ-ის მახლობლადაა შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია ლაბეჭინა.