ზედგინიძე გიორგი ვლადიმერის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედგინიძე გიორგი ვლადიმერის ძე (28. X. 1922, სოფ. ბალანთა, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი, – 1. XII. 1994, ბორჯომი), მწერალი. დაამთავრა გორის პედ. ინ-ტის ლიტ-რის ფაკ-ტი (1953). მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1940-იდან აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში. მისი მთავარი ნაწარმოებია ისტ. რომანი “დედის ტაძარი” (1969, 1981), რ-შიც ასახულია XVII ს. მესხეთ-ჯავახეთის ვითარება. ზ. ავტორია აგრეთვე კრებულისა “მოთხრობები” (1976), ისტ. პიესისა “მანუჩარ ჯაყელი” და სხვ. მისი სამეცნ. ნაშრომები სამხრ. საქართველოს ისტ. მოვლენებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა სამეცნ. ჟურნალებში.