ზედგინიძე გიორგი სერგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედგინიძე გიორგი სერგის ძე (25. IX. 1911, ჟენევა, – 13. III. 1984, თბილისი), ნევროპათოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1973). 1931 დაამთავრა თსსი. 1931–32 მონაწილეობდა ექსპედიციაში ყინულმჭრელ “მალიგინზე”. 1932–34 იყო ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არქტიკის შემსწავლელი და კოლიმის მეორე პოლარული ექსპედიციების ექიმი; ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი სამეცნ. გამოკვლევები, რ-ებიც ეხებოდა ჩუკოტკის ერთ-ერთი რ-ნის მოსახლეობის სტატისტ. შესწავლას, პოლარულ ფსიქოზს და ჰაისბეკის დაავადებისა და სურავანდის შერწყმის იშვიათ შემთხვევას. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართვ. გეოგრ. საზ-ბის დავალებებსაც, აგროვებდა კოლექციებსა და სხვ. ზ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. არმიიდან დაბრუნების შემდეგ (1951-იდან) მუშაობდა თბილ. კურორტოლოგიის ინ-ტის წყალტუბოს ფილიალში, სადაც ხელმძღვანელობდა ნევროლოგიურ განყ-ბას და ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას სამეცნ. დარგში. აქ მან შექმნა ბავშვთა პოლიომიელიტის განყ-ბა, შეიმუშავა პოლიომიელიტგადატანილ ბავშვთა მკურნალობის მაჩვენებლები და მეთოდიკა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაო კუნთების პროგრ. დისტროფიისა და ნერვული სისტემის ორგ. დაავადებათა ბალნეოთერაპიის ხაზით. 1958-იდან იყო კლინ. და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. იკვლევდა ნერვულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ეპილეფსიას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Курорт Цхалтубо и его неврологическое профилирование, Тб., 1963; Словарь по терминологии эпилепсии, Женева, 1973. ლიტ.: ზაქარიაძე მ., მეგრელიძე შ., ქართველი ექიმები ჩრდილოეთის ექსპედიციებში, თბ., 1987. ა.ზედგინიძე.