ზედგინიძე იაკობ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედგინიძე იაკობ სიმონის ძე (1859, სოფ. ვალე, ახლანდ. ახალციხის მუნიციპალიტეტი, – 1943), პედაგოგი, მეთოდისტი. დაამთავრა ახალციხის სამაზრო სასწავლებელი (1874), თბილ. სამასწავლებლო ინ-ტი (1879); მუშაობა დაიწყო ქ. შუშაში სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად. მუშაობდა განჯის სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებელში, თბილ. მე-5 გიმნაზიაში, თბილ. I საშ. სკოლაში. ზ-ს ეკუთვნის შრომები: “ახალი ქართული ანბანი” (1920) ოთხ ნაწილად, “ქართული წერის მეთოდიკა” (1934) და სხვ.