ზედგინიძე ილია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედგინიძე ილია შალვას ძე (26. XI. 1926, თბილისი, – 20. XII. 1996, იქვე), ჰემატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985), საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნიერებათა აკად. წევრი (1994). 1948 დაამთავრა თსსი. 1956–58 მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის, 1958–70 კი – რენტგენოლოგიისა და სამედ. რადიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში განყ-ბის ხელმძღვანელად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში. 1966–69 იყო გაეროს ატომური ენერგიის საერთაშ. სააგენტოს ბუნებისმეტყველების მეცნიერების და სამედ. დეპარტამენტის (ქ. ვენა) დირექტორი, 1971–73 და 1983-იდან – ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1973–78 – საქართვ. ჯანდაცვის მინისტრი, 1975-იდან – საქართვ. ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. 1978 მისი ინიციატივით, ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ბაზაზე შეიქმნა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა, რ-საც ზ. ხელმძღვანელობდა 1989-მდე; 1996 კათედრას მიენიჭა ზ-ის სახელი. იყო აგრეთვე ბულგარეთის და ჩეხოსლოვაკიის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნ. საზ-ბების საპატიო წევრი, ტრანსფუზიოლოგთა საერთაშ. სამეცნ. საზ-ბის წევრი და სხვ. ზ. იკვლევდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ლეიკოზისა და ანემიის ეტიოპათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. დაადგინა ჰემატო-ენცეფალური ბარიერის ფუნქციური მდგომარეობა სხვადასხვა ტრანსფუზიული საშუალებების გადასხმის დროს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Хронический лимфолейкоз, Тб., 1976; Морфологические особенности острых лейкозов, Тб., 1979; Manual of Radiation Haematology, Vienna, 1971.