ზედსიძეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედსიძეობა, სიმამრის ოჯახში ჩასიძება. ზ-ის საფუძველი იყო ქალის ოჯახის უძეობა და ვაჟის ეკონ. ხელმოკლეობა. ზედსიძედ შესული უძეო ოჯახის ქონებრივ მემკვიდრეობას ღებულობდა. ზედსიძედ მიღება ხელსაყრელად ითვლებოდა ქალის ოჯახისთვისაც, რ-საც მამაკაცი უპატრონებდა. ქართ. საქორწილო და საოჯახო ურთიერთობაში ზ. იშვიათი მოვლენა იყო, რადგანაც ვაჟკაცის დამამცირებლად ითვლებოდა (ტრადიციით ქორწინების შემდეგ ცოლი უნდა გადავიდეს საცხოვრებლად ქმრის სახლში). განსაკუთრებით არასასურველად ითვლებოდა ზ. ქართვ. მთიელებში, სადაც ქალს მემკვიდრეობის უფლება თავად არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ვერც უცხო პირს შეიყვანდა ოჯახში მემკვიდრის უფლებით. ლიტ.: ლ ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; Харадзе Р. Л., Грузинская семейная община, ч. 1–2, Тб., 1960–61. ვ. ითონიშვილი.