ზედუბანი, სოფელი ჭიათური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედუბანი, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის თემში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე, მდ. ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 700 მ, ჭიათურიდან 15 კმ, დარკვეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ. 545 მცხ. (2002). სოფლის ტერიტორიაზე, ზედაცარცულ კირქვებში, მდებარეობს ზედუბნის მღვიმე (გამოკვლეულია ზ. ტატაშიძის მიერ 1957).