ზეთისხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეთისხილი.png

ზეთისხილი ((Olea), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა. სამეურნ. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ სახეობას – O. Europaea. ზ. 4–12 სიმაღლის მარადმწვანე სუბტროპ. ხეხილოვანი მცენარეა, ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა, მისი მასა 15 შეადგენს. ცოცხლობს 300–400 წელზე მეტს. ერთი ხიდან 20–40 კგ მოსავალი მოდის. ნაყოფს იყენებენ ადამიანთა საკვებად (ამწნილებენ, აკონსერვებენ, ხდიან ზეთს ე.წ. ზეითუნის ზეთს), მედიცინაში; მის კოპტონს – ცხოველთა საკვებად, ხოლო მერქანს – სადურგლო და სახარატო საქმეში. ზ. გავრცელებულია ყირიმში, ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, კრასნოდარის მხარეში. ზ-ის 500 ჯიშიდან განსაკუთრებით ცნობილია 80 ჯიში. საქართველოში ზ. გავრცელებულია აფხაზეთში, აგრეთვე კახეთის მშრალ სუბტროპ. ზონაში.