ზეთის კურთხევა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეთის კურთხევა, მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, ძირითადად სრულდება ავადმყოფებისათვის. წმიდა წერილის მცნების მიხედვით, ნაკურთხ ზეთს სას. პირი შვიდჯერ წასცხებს დაავადებულს, რათა იგი განიკურნოს სულიერი და ხორციელი ვნებებისაგან. დიდი მარხვის პერიოდში ზეთის კურთხევა სრულდება ყველა მორწმუნესათვის. ვ. კობახიძე.