ზეიანის გორასამარხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეიანის გორასამარხი, ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახ. ძეგლი სოფ. მანავის სამხრ.-აღმ-ით 5 კმ-ზე, ადგილ ზეიანზე (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1982 (არქეოლ. კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლ. ექსპედიცია. ხელმძღვ. კ. ფიცხელაური, ვ. ვარაზაშვილი). გაითხარა დაზიანებული გორასამარხი (მიწაყრილის დიამ. 55–60 , სიმაღლე ცენტრ. ნაწილში 6 ). მიწაყრილის ქვეშ, დასაკრძალავი ორმოს ზემოდან რიყის ქვის ზვინული იყო (ქვაყრილის დიამ. 25 , სიმაღლე ცენტრ. ნაწილში 2 ). ქვაყრილს 1,5–2 დაშორებით ირგვლივ შემოუყვებოდა შეწყვილებული მორებისაგან ჰორიზონტ. წყობით აღმართული 1 სიმაღლის წრე. მორების წრეს 2 დაშორებით შემოუყვებოდა 4–5 სიგანისა და 2 სიმაღლის რიყის ქვის ყორე. სამარხი ორმო (სიგრძე 12 , სიგანე 9 , სიღრმე 5 ) დამხრობილი იყო ჩრდ.-დასავლეთიდან სამხრ.-აღმოსავლეთისაკენ. სამარხი გაძარცულია. დამწვარი მიცვალებულის ფერფლი დასვენებული იყო ხის ურემზე. დარბაზის სამხრ. კუთხესთან აღმოჩნდა მოხრილკიდურებიანი გვერდზე მწოლიარე 2 მიცვალებულის ჩონჩხი – ერთი მარჯვ. გვერდზე, მეორე – მარცხენაზე. მათი ხელის მტევნები ერთმანეთს ეხებოდა. სავარაუდოდ ისინი შეწირული ადამიანები იყვნენ. სამარხში გამოვლინდა შავად გამომწვარი თიხის ორნამენტირებული ჭურჭელი (დერგი, ჯამი, ფიალა), ბრინჯაოს 2 მძივი და ისრისპირი, აგრეთვე ნიჟარის საკინძი. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში. ლიტ.: ფიცხელაური კ., ვარაზაშვილი ვ., ზეიანის #1 გორასამარხი, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, ტ. 8. გარეჯი, თბ., 1988. მ. კინწურაშვილი.