ზეიკიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეიკიძე დავით ალექსანდრეს ძე (დ. 2. I. 1945, მუხრანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1993). 1967 დაამთავრა თბილ. საარტ. სასწავლებელი. მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1978 ჩაირიცხა ლენინგრადის საარტ. აკადემიაში, რ-ის კურსი ვერ დაასრულა. 1981 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 1976-იდან მუშაობდა შს ორგანოებში – თბილ. რაიონებისა და ქალაქის შს განყ-ბების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროსად. 1990–92 იყო მცხეთის შს რაიგანყოფილების უფროსი, 1992–93 – თბილ. შს სამმართველოს უფროსი, 1993–94 – საქართვ. შს მინისტრის მოადგილე. 1995–99 საქართვ. პარლამენტის წევრი იყო. მინიჭებული აქვს შსს დამსახურებული მუშაკის წოდება (1988). არის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში (1966). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ლ. დოლიძე.