ზეინკლიშვილი ჯემალ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯ ზეინკლიშვილი.png

ზეინკლიშვილი ჯემალ ვასილის ძე (19. XII. 1937, ბორჯომი, – 1. IX. 2011, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი), სსრკ სპორტის ოსტატი. 1959–65 იყო თბილ. “დინამოს” ნახევარმცველი და ცენტრ. მცველი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 171 მატჩი (6 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1959, 1962). 1964 დაასახელეს სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. გამოირჩეოდა ფიზ. მონაცემებით, შრომისუნარიანობით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).