ზეკარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეკარა, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ზეკარის (ქეშელთის მარჯვ. შენაკადი; ლიახვის სისტემა) სათავეში. სიმაღლე 3184 . ზ-ის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდ. კალთა დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულით. მდ. ლიახვის ხეობას (საქართველო) აკავშირებს მდ. თერგის ხეობასთან (რუსეთის ფედერაცია).