ზეკარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეკარი, რკინის ჯვარი, უღელტეხილი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე. სიმაღლე 2182 . აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფ-ბრექჩიებით. შემოსილია ალპური და სუბალპ. ბუჩქნარებითა და მდელოებით. ზ-ზე გადის საავტ. გზა (ქუთაისი–ბაღდათი–საირმე–აბასთუმანი–ბენარა), რ-იც აკავშირებს მდინარეების ხანისწყლისა (რიონის მარცხ. შენაკადი) და ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) ხეობებს.