ზელენსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი ზელენსკი.png

ზელენსკი იგორ ანატოლის ძე (დ. 13. VII. 1969, ქ. ლაბინსკი, კრასნოდარის მხარე), ბალეტის მსახიობი, რუს. სახ. არტისტი (2008), ბალეტის მსახიობთა პარიზის საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1990). 1979–87 სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახ. თბილ. სახელმწ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (ვ. ჭაბუკიანის კლასი). 1986-იდან ჩაირიცხა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მსახიობად. 1988–92 ზ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1992–98 “ნიუ-იორკ სიტი ბალეს” პრემიერი მოცეკვავე იყო. პარალელურად ცეკვავდა ბერლინის (1990–2001), ლონდონის “კოვენტ გარდენის” (1996–2001), მოსკ. დიდი თეატრის (2000–01) სცენებზე მიწვეული სოლისტის რანგში, გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ წამყვან თეატრში. 2001–06 იყო ათენის, 2006–11 – ნოვოსიბირსკის, 2011-იდან – მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუს. თეატრის საბალეტო დასების ხელმძღვანელი. შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: მოცეკვავე (“სიმფონიური ცეკვები”, ა. ბერგისა და ბ. ბრიტენის მუსიკაზე, დადგმა გ. ალექსიძის. წარმოდგენილი იყო ქ. ედინბურგის საერთაშ. ხელოვნ. ფესტივალზე), სოლორი [ლ. მინკუსის “ბაიადერა” (რუს. ეროვნ. თეატრ. პრემია “ოქროს ნიღაბი”)] და ბაზილი (“დონ-კიხოტი”), ალბერი და კორსარი (ა. ადანის “ჟიზელი”, “კორსარი”), დეზირე, ზიგფრიდი, რომეო (პ. ჩაიკოვსკის “მძინარე მზეთუნახავი”, “გედების ტბა”, “რომეო და ჯულიეტა”) და სხვ. ზ-ის შესრულება აღინიშნება ექსპრესიულობით, უზადო ტექნიკით, დახვეწილი გემოვნებით. ბ. ბარამიძე.

ზელენსკი.png