ზემო არტანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო არტანი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ივრის მარჯვ. ნაპირას, არტნის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ა., ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქვემო არტანი, ქუშხევი), ზ. დ. 1250 , თიანეთიდან 14 კმ. 49 მცხ. (2002). სოფლის სასაფლაოზე დგას XVIII ს. მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია. ეკლესიის დას. კედელზე დაშენებულია აგურით ნაგები ვიწრო და მაღალი ოთხწახნაგა სამრეკლო. სოფლის ჩრდ.-დას-ით, ტყეში, მდებარეობს ეკლესიის კომპლექსი. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.