ზემო აძვისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო აძვისი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 700 , ხაშურიდან 19 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 123 მცხ. (2002). სოფლის სამხრ.-დას-ით ოთხასიოდე მ-ზე ქვიშაქვითა და რიყის ქვით ნაგები სამების ეკლესიის ნანგრევებია (შუა საუკუნეები).