ზემო ბოდბის ყორღანები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ბოდბის ყორღანები, ძვ. წ. XV ს. II ნახ. – XIV ს. I ნახ. არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ზემო ბოდბის მახლობლად, ე. წ. “დაცული ტყის“ პირას (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). არქეოლ. გათხრები მიმდინარეობდა 1964, 1970 და 1972 წლებში (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). გაითხარა 7 მიწაყრილიანი გორასამარხი. ყრილის დიამ. 35 , 20 , 1,4 . ყრილის სიმაღლე 2 , 1,5 მ, 1,2 . დამხრობილია ჩრდ-იდან სამხრ-ით ან სამხრ.-აღმ-იდან სამხრ.-დას-ით. ყორღანების ორმოები ხის ძელებით ყოფილა გადახურული. ყრილის ქვეშ, ცენტრ. ნაწილში, როგორც წესი, ოთხკუთხა მოგრძო ორმოა (ზომები: 1,5×2,6 მ; 3,6×2 , სიღრმე – 1,2 ). მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდ-კენ ან ჩრდ.-დას-კენ. სამარხებში აღმოჩენილია დერგი, ქილა, ქვაბი (ბრინჯაოს ქვაბის მინაბაძი), ქოთანი, ბადია, ღრმა ჯამი, მაღალფეხიანი ღრუქუსლიანი სასმისი (ბარძიმი). ბრინჯაოს ნაწარმიდან აღსანიშნავია ლახტისთავი და წინააზიური ტიპის სატევარი, რ-საც ჩარჩოიანი ტარი აქვს. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გურჯაანის საცავში. ლიტ.: ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973. ც. მენაბდე.