ზემო ბოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ბოლი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ქსნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 880 , ახალგორიდან 1 კმ. 212 მცხ. (2002). სოფელში მიკვლეულია ძვ. ქვის ხანის (პალეოლითის) ადამიანის ნამოსახლარი. შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. იხ. აგრეთვე სტ. ბოლი. ჯ. გვასალია.