ზემო ბროლოსანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ბროლოსანი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემში (შიდა ქართლის მხარე), ლიხის ქედის აღმ. მთისწინეთში, მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 900 , ხაშურიდან 28 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 17 კმ. 126 მცხ. (2002). სოფლის სამხრ-ით, 500 დაშორებით სასაფლაოზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ძეგლი გადაკეთებულია. აქვე, დაახლ. 50 -ზე, 1915 აგებული მეორე ერთნავიანი ეკლესია დგას. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.