ზემო გომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო გომი, ისტორიული სოფელი. იხსენიება 1392 ალექსანდრე მეფის მიერ გაცემულ ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. ამ საბუთში ზ. გ. ისეთი სოფლების გარემოცვაში მოიხსენიება, რომ ის უეჭველად ჯავახეთშია. გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში და ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში გომი აღნიშნულია სოფ. ბნელას მახლობლად ჯავახეთში. წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958. დ. ბერძენიშვილი.