ზემო დოდოთი,

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო დოდოთი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტის ხეთაგუროვის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. წუნარისხევის (აღმოსავლეთის ფრონის მარცხ. შენაკადი) ზემოწელში. ზ. დ. 1160 , ქურთიდან 12 კმ. 57 მცხ. (1989). სოფლის თავში, მთის ფერდობზე, შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლის დოდოთის ცხრაკარის ნანგრევები.