ზემო ერკეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ერკეთი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), სუფსის ვაკეზე, მდ. სუფსის მარცხ. მხარეს. ერკეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ე., ზემო ონჭიკეთი, ქვემო ერკეთი, ქვემო ონჭიკეთი, შუბანი). ზ. დ. 200 , ჩოხატაურიდან 10 კმ. 238 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, მდ. გუბაზეულის მარჯვ. მხარეს, გორაკზე დგას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების (განვითარებული შუა საუკუნეები) ერთნავიანი ეკლესია. აქვს 3 კარიბჭე. შიგნით XVII–XVIII სს. მოხატულობაა. არის წარწერებიც. იხ. აგრეთვე სტ. ერკეთი. ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987.