ზემო ზონკარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ზონკარი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. პატარა ლიახვის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1250 , ერედვიდან 17 კმ. 41 მცხ. (2002). სოფლის დას-ით, დაახლ. 300 -ზე, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რ-იც სტილისტიკური ნიშნებით VIII–X სს. ძეგლების მსგავსია. ეკლესიის აღმ-ით, მთის ფერდობზე, ადრინდ. ფეოდ. ხანის ზურგიანი კოშკია. ლიტ.: გვასალია ჯ., პატარა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1976–77, #43–44.