ზემო თელეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო თელეთი.png

ზემო თელეთი, სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), თელეთის ქედის სამხრ. კალთაზე, თბილისი–მარნეულის საავტ. გზაზე. თელეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. თ., ახალწყარო, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური). ზ. დ. 700 , გარდაბნიდან 37 კკურსივიმ, ფონიჭალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 847 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (XIX ს. II ნახ.) და კოშკი – სამრეკლო, რ-იც 1832 საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ზედ შემორჩენილია ამავე ხანის ქართული და სომხ. წარწერები. იხ. აგრეთვე სტ. თელეთი. ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960. მ. უთმელიძე.

თ. სანიკიძე.