ზემო კოდისწყარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო კოდისწყარო.png

ზემო კოდისწყარო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 870 , დუშეთიდან 17 კმ. მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 53 მცხ. (2002). ზ. კ. პირველად მოხსენიებულია 1433 შიომღვიმის მონასტრისადმი მიძღვნილ თაყა ზედგინიძის შეწირულობის სიგელში, რ-ის თანახმად სოფელს საკმაოდ განვითარებული მეურნეობა ჰქონია. მონღოლთა შემოსევის დროს გაპარტახებულა. XVI ს-ში ზედგინიძეთა მცდელობით ისევ აღორძინებულა. სოფელი ქსნისა და არაგვის საერისთაოთა საზღვარზე მდებარეობდა და მუდმივი ქიშპის საგანი იყო. XVII ს-ში ზ. კ. ამილახვართა გავლენას დამორჩილდა. XVIII ს-ში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამუხრანბატონო სოფელია და წილკნის საეპისკოპოსოში შედის. სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. ბარბარეს დარბაზული ეკლესია და კიდევ ერთი უსახელო შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ზ. კ-დან დას-ით მდებარეობს სასახლის კომპლექსი, რ-შიც შედის სასახლე, კოშკი, ეკლესია და რამდენიმე გაურკვეველი შენობის ნაშთი, თარიღდება XVI ს-ით.