ზემო მაჩხაანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო მაჩხაანი.png

ზემო მაჩხაანი, სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-აღმ. დაბოლოებაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. მ., მირზაანი). ზ. დ. 700 , დედოფლისწყაროდან 20 კმ. 2,8 ათ. მცხ. (2002). შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან სოფელში აღსანიშნავია წმ. გიორგის, არმათიონის, მთავარანგელოზთა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიები; იაკობიანთ უბანში – ყველაწმინდის ეკლესია და ბენაანთ სათვალთვალო კოშკი; სოფლის მახლობელ მინდვრებში – ქვედაწყლისა და პატარა ელიას ეკლესიები. ლიტ.: მამისაშვილი დ., სტურუა ზ., კარგი თაოსნობა, «ძეგლის მეგობარი», 1974, #35.