ზემო ნიქოზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ნიქოზი.png

ზემო ნიქოზი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 850 , გორიდან 28 კმ, ნიქოზიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 1 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფლის ცენტრში მდებარეობს ღვთაების ეკლესიის კომპლექსი, რ-შიც შედის ეკლესია, ეპისკოპოსის სასახლე და სამრეკლო. შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტებიც. კომპლექსის ცენტრში დგას ღვთაების ეკლესია. პირველი სამშ. ფენა თარიღდება V–VI სს-ით. რამდენიმეჯერ ისეა გადაკეთებული, რომ მომდევნო სამშ. ფენების დადგენა გაძნელებულია (უკანასკნელი XIX ს. უნდა მიეკუთვნებოდეს). მემატიანე ჯუანშერის ცნობით იგი ვახტანგ გორგასლის დაკვეთით აუგიათ. თავდაპირველად ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესია ამჟამად ჯვარგუმბათოვანია. ეპისკოპოსის სასახლე დგას გალავნის გარეთ, სამხრ.-აღმ-ით. თარიღდება X–XI სს-ით, წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან ნაგებობას. სამრეკლო დგას გალავნის ჩრდ.-დას. კუთხეში. თარიღდება XVI–XVII სს-ით. ნაგებობა ორსართულიანია. ეკლესიის შესასვლელი არის სამრეკლოს პირველ სართულზე. სოფელში დგას აგრეთვე მთავარანგელოზის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რ-იც X ს-ით თარიღდება. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.


ზემო ნიქოზი მთავარანგელოზი.png