ზემო ნიჩბისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ნიჩბისი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 900 , მცხეთიდან 23 კმ, ძეგვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 237 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, ჩრდ-ით, ტყეში დგას შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სოფლის სამხრ-ით 2 კმ-ზე, ერთსაფეხურიან ბაქანზე აღმართულია ვანთების IX–X სს. სამეკლესიიანი ბაზილიკა. ზ. ნ-ის მახლობლად არის აგრეთვე არქეოლ. ძეგლი, სამაროვანი.