ზემო ნოღა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ნოღა, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის მაღლობის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 200 , სამტრედიიდან 17 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 496 მცხ. (2002). იხ. აგრეთვე სტ. ნოღა.