ზემო ოქროყანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ოქროყანა, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თრუსოს ხეობაში, მდ. თერგის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 2080 , სტეფანწმინდიდან 24 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფელში დგას 4 კოშკი. ერთი მათგანი, რ-იც უშუალოდ თერგის ვიწროების საგუშაგოს წარმოადგენდა, ზომიერი პროპორციების მაღალი პირამიდისებრი ნაგებობაა და დანარჩენი კოშკებისაგან გამოირჩევა თავისი აგებულებით. ქვის წყობით გამაგრებულ ხელოვნურ ბაქანზე დგას ეკლესია, რ-იც აგებულია XIX ს. დასასრულს. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. ლიტ.: ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972.