ზემო ოძისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ოძისი, ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, მანგლისის ხეობაში. ზ. ო. იხსენიება XVII ს. საბუთებში. ქართლის მეფემ როსტომმა ჰასანბეგ ბარათაშვილს სამკვიდროდ უბოძა (1663) სააკაძისეული სოფელი მანგლისის ხევზე. გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ ეს სოფელი სახასო გახდა და იგი როსტომ მეფემ იორამ სააკაძეს უბოძა. გვიანდ. შუა საუკუნეებში ზ. ო. ადმ.-ტერიტ. დაყოფით ქართლის სამეფოს მეწინავე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. წყარო: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964. ზ. ცინცაძე.